ახალი ამბები • 1746614340
ქობულეთში, ქალს სალონში მესამე ხარისხის დამწვრობა მიაყენეს
ჯანდაცვა
1678727410

ქობულეთში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ სალონში ქალს თავზე მესამე ხარისხის დამწვრობა მიაყენეს. თვითმხილველი TV25.GE-ის უყვება რომ მომხმარებელი სალონში თმის შესაღებად მივიდა, პროცედურების დასასრულს კი, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
"საშინელ მდგომარეობაში აქვს თავი, შესაძლოა თმაც აღარ ამოუვიდეს. ქალი სალონში ცუდად გახდა, კლინიკაშიც გადაიყვანეს," - გვითხრა თვითმხილველმა.
ფაქტს TV25.GE-ის უდასტურებს თავად დაზარალებულიც, თუმცა ქალს საჯაროდ საუბარი არ სურს.
"უკვე მოვაგვარეთ ეს საკითხი, საუბარი აღარ მსურს, უკომენტაროდ" - აცხადებს დაზარალებული.
ჩვენს კითხვებს ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში არ უპასუხეს.
[მასალა განახლებადია]

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა