ახალი ამბები • 1746614340
სეს-ს დაავადება "თურქულის" საწინააღმდეგო 345 ათასი დოზა ვაქცინა საჩუქრად გადაეცა
ჯანდაცვა
1686217690
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, დაავადება „თურქულის” საწინააღმდეგო 345 ათასი დოზა ვაქცინა საჩუქრად გადაეცა. აღნიშნული ვაქცინებით, დაავადების რისკის ზონებში, ცხოველებს პროფილაქტიკური აცრები ჩაუტარდება „თურქულის“ ახალი შტამის საწინააღმდეგოდ, რომელიც გავრცელებულია რეგიონში, მაგრამ საქართველოში არ ფიქსირდება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, თურქულის საწინააღმდეგოდ, ყოველწლიურად, 2 მილიონზე მეტ ვაქცინას აკეთებს. აღსანიშნავია, რომ დაავადება „თურქული“, მსხვილფეხა პირუტყვის მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება. „თურქულით" ადამიანი არ ავადდება.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა