ახალი ამბები • 1746614340
უშვილობის მკურნალობის პროგრამის ფარგლებში აჭარაში პირველი ბავშვი დაიბადა
ჯანდაცვა
1682416725
უშვილობის მკურნალობის პროგრამის ფარგლებში აჭარაში პირველი ბავშვი დაიბადა. ახალშობილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ილია ვერძაძემ მოინახულეს.
პროგრამა 2022 წელს დაინერგა, მიმდინარე წლიდან ბიუჯეტი გაიზარდა და 700 000 ლარს შეადგენს. პროგრამით აჭარაში მცხოვრები 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე წყვილები სარგებლობენ.
ამ ეტაპისთვის, 150 ვაუჩერი გაიცა. ინფორმაცია, ვიდეო მასალასთან ერთად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა