ავტოსადგურების მოწესრიგება წლის ბოლოდან დაიწყება - პრემიერი

ქვეყნის მასშტაბით, ავტოსადგურების მოწესრიგება წლის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არსებული სივრცეები კრიტიკას ვერ უძლებს და საავტომობილო, სამგზავრო გადაყვანის სფერო მოსაწესრიგებელია.

იგი, ქვეყანაში, ამ მიმართულებით, ევროპული სტანდარტების გადმოტანას აანონსებს, რისთვისაც ღარიბაშვილის თქმითვე, ავტოსადგურების მფლობელებს, გადამყვან კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს გონივრული ვადა მიეცემათ.

მეტის ნახვა