ბათუმის ბულვარში საბავშვო ატრაქციონები განახლდა

ბათუმის ბულვარში საბავშვო ატრაქციონები განახლდა. გამოიცვალა გასართობი და სპორტული ატრაქციები. დაიგო კაუჩუკის საფარი. ბულვარის ადმინისტრაციამ დღეს პატარებს ოფიციალურად უმასპინძლა და მათთვის სპეციალური გასართობი პროგრამა მოამზადა.

ზღვისპირა პარკის ძველ ნაწილში, პატარების გასართობი მოედნის რეაბილიტაციისთვის, 342 ათასი ლარი დაიხარჯა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალ ბულვარში, ატრაქცია მომავალ წელს განახლდება.

მეტის ნახვა