ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია იწყება

ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია იწყება. პროექტის მეხუთე ფაზის  დაწყებასთან დაკავშირებით, ბათუმის მერმა ხელშეკრულება  საკონსულტაციო კომპანია მაქსის მენეჯერთან გააფორმა.

სამუშაოები ითვალისწინებს ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოებას, აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინების სისტემების მოწყობას, ინჯალოს წყლის სამარაგო რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობას, ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობისა და ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციას.

პროექტის ღირებულება 80 მლნ ევროს შეადგენს. ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი KfW-ის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ხორციელდება.

ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად ბათუმის მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

მეტის ნახვა