ახალი ამბები • 1746614340
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
ინფრასტრუქტურა
1685351059
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ამ ეტაპზე, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთამდე, გზის მარცხენა მხარეს, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოები უკვე დასრულდა სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს, შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში.
დამონტაჟდა სანიაღვრე და გარეგანათების სისტემები. დაიგო დეკორატიული ფილები. ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 6 688 888 ლარი დაიხარჯა.
ინფორმაცია, ვიდეო მასალასთან ერთად, ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა