ახალი ამბები • 1750317090
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ანგრევენ - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო დუმს
ინფრასტრუქტურა
1725991660
ბათუმში, კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაინგრა. ზვიად გამსახურდიას 44-ისა და რევაზ კომახიძის პირველი ნომრის კვეთაში, 1888 წელს აშენებული ორსართულიანი შენობა განადგურებისგან ვერც სტატუსმა დაიცვა. შენობისგან მხოლოდ ფასადის ნაწილია დარჩენილი. იმის მიუხედავად, რომ შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტების დროული ჩართულობით, მისი გადარჩენა და თავდაპირველი სახით აღდგენა, შესაძლებელი იყო, დღეს 150 წლის ობიექტი განადგურებულია. რატომ ირღვევა კანონი? კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დუმს, ხოლო კომპანიაში, რომელიც ახლა იქ სამუშაოებს აწარმობს, სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა