ახალი ამბები • 1750317090
“პირადობა, მართვის მოწმობა წამართვეს და დაგველოდეო” | თემურ გორგაძე სარფის საბაჟოზე გააჩერეს
პოლიტიკა
1750421057

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ გორგაძე სარფის საბაჟოზე გააჩერეს. როგორც გორგაძე სოციალურ ქსელში წერს, მას “პირადობა, მართვის მოწმობა წაართვეს".
“რა არ მინახავს ცხოვრებაში, მარა ასეთი არაფერი.
დამაკავეს თუ არა, არ ვიცი.
მიშვებენ თუ არა, ეგეც არ ვიცი.
პირადობა, მართვის მოწმობა წამართვეს და დაგველოდეო და ვსოო.
აი, პასუხია დაგველოდე. მხოლოდ დაგველოდე.” - წერს სოციალურ ქსელში, კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ გორგაძე.
რა მიზეზით გააჩერეს საზღვარზე პოლიტიკოსი? კითხვით შემოსავლების სამსახურს მივმართეთ. უწყებისგან განმარტებებს ველოდებით.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა