„გავრილოვის ღამიდან“ 6 წელი გავიდა

20 ივნისი

„გავრილოვის ღამიდან“ 6 წელი გავიდა. 

2019 წლის 19 ივნისს საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად, რუსი კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თავმჯდომარის სკამში აღმოჩნდა, რასაც ჯერ ოპოზიციის, ხოლო შემდგომ საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.  რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც ხელისუფლებამ ძალადობის გამოყენებით დაარბია. 

მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. დაშავდა არაერთი ადამიანი. რამდენიმე მათგანმა თვალიც დაკარგა, თუმცა მოქალაქეებზე ძალადობის გამო დღემდე  არავინ დასჯილა. 

მაშინ შს მინისტრი გიორგი გახარია იყო, ირაკლი კობახიძე კი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 21 ივნისს, გავრილოვის ღამის შემდეგ "ოცნებამ" კობახიძე თანამდებობიდან გადააყენა.

მეტის ნახვა