ბათუმში, ქეთევან წამებულის პირველ ჩიხში მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

ბათუმში, ქეთევან წამებულის პირველ ჩიხში მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხებისა და განათების სისტემის არარსებობის გამო პრობლემები ექმნებათ. მოქალაქეებს სურთ, ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი სივრცის მოწყობაც, რადგან იქ არსებული მდგომარეობა საფრთხის შემცველად მიაჩნიათ. ამბობენ, რომ მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. შეუძლებელია, ქეთევან წამებულის ქუჩაზე გადაადგილებისას ავტომობილი არ დაზიანდეს, რადგან გზა ასეთ მდგომარეობაშია. ადგილობრივები ხშირ შემთხვევაში, მანქანების ტექნიკური დათვალიერების გავლასაც ვერ ახერხებენ.

ქეთევან წამებულის პირველ ჩიხში მცხოვრებლებს გზის გარდა სხვა პრობლემებიც აწუხებთ. მოქალაქეები სანიაღვრე არხების მოწესრიგებასაც ითხოვენ. ამბობენ, რომ წვიმის დროს დასახლება  იტბორება და გადაადგილება შეუძლებელი ხდება. ამბობენ, რომ მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

არსებული პრობლემების პარალელურად მოქალაქეებს, მოწესრიგებული არც  გარე განათება აქვთ. აცხადებენ, რომ ქუჩა ისეა ჩაბნელებული, როგორც 90-იან წლებში. საკითხების ჩამონათვალს  სანაგვე ურნების სიმცირეც ემატება.  ამბობენ, რომ არსებული სურათის გამო უბანში მღრღნელები მომრავლდნენ. დასახლებაში არ არსებობს საბავშვო გასართობი სივრცეც.

ადგილზე იმყოფებოდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრიც. რევაზ ხარაზი ამბობს, რომ ქეთევან წამებულის პირველ ჩიხში არსებულ პრობლემებს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დააყენებს.

პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებელი, ბათუმის მერიაა. გაითვალისწინებს თუ არა უწყება მოქალაქეების მოთხოვნებს, ჩვენთვის უცნობი დარჩა. თვითმმართველი ქალაქის ხელმძღვანელობამ სატელევიზიო კომენტარის გაკეთება „მაცნეს“ კამერის წინ არც დღეს ისურვა.

მეტის ნახვა