ბათუმში, რეაბილიტირებული ქუჩა ისევ გადათხარეს - როდის აღდგება მოძრაობა აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე?

ბათუმში, რეაბილიტირებული ქუჩა ისევ გადათხარეს. მოძრაობა აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზეა შეფერხებული.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს წყალარინების ძველი კოლექტორის გათიშვა და სისტემის ახალ ქსელზე დაერთება. უწყების ცნობითვე, სამუშაოების დასრულებას დაახლოებით 2 კვირა სჭირდება, რის შემდეგაც ასფალტის საფარს აღადგენენ.

რეაბილიტაცია KFW-ს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

მეტის ნახვა