ახალი ამბები • 1746614340
ჩაქვში საბავშვო ბაღი შენდება - როდის დასრულდება?
ინფრასტრუქტურა
1686138274
ჩაქვში საბავშვო ბაღი შენდება. დასრულდა შენობის კარკასის, შიდა კედლებისა და ტიხრების მოწყობა, შემოიღობა ეზო. პროექტი ახალი სპორტული მოედნის მშენებლობას, საპარკინგე სივრცის მოწყობასა და საბავშვო ატრაქციონების მონტაჟს ითვალისწინებს.
სააღმზრდელო დაწესებულება 280 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 584 ათას ლარს აღემატება. პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
ინფორმაცია, ვიდეო მასალასთან ერთად, ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა