გადაადგილების შეზღუდვა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ბოლო არ უჩანს

გადაადგილების შეზღუდვა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ბოლო არ უჩანს. უკვე მეორე თვეა ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი მაგისტრალი დაკეტილია, პროექტის ჩაბარება კი ოთხი თვეა იგვიანებს. 4 მაისს გადაკეტილი მონაკვეთის გახსნა ჯერ 21 მაისს დაანონსდა, შემდეგ კი ხუთი ივნისისთვის გადავადდა. დღეს კი, ტერიტორიაზე არც სამუშაოები მიმდინარეობს და არც გზით სარგებლობაა შესაძლებელი. გაჭიანურებული რეაბილიტაციით შექმნილ დისკომფორტზე თამარ კიკნაძე გიამბობთ. 

მზიანი ამინდის მიუხედავად, დღეს, ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეაბილიტაციაზე არავის უმუშავია. აქ არც მუშა ხელი ჩანდა და მთელი დღის განმავლობაში, ტექნიკაც უმოძრაოდ იდგა. შედეგიც, სამუშაო ტემპის შესაბამისია. ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე მოძრაობის ამკრაძლავი ნიშნები, ისევ, დგას.

ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეაბილიტაციისთვის, სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 20 მილიონად გასული წლის მაისში შეისყიდა. პროექტი, 2023 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ, დრო, რამდენჯერმე გადავდაა. როგორც არსებული სურათი აჩვენებს, სამუშაოების დასრულება, კიდევ, დიდხანს გაიწელება.

თვეზე მეტია, მგზავრები, შემოვლითი გზებით სარგებლობენ, რადგან ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, მთლიანად დაკეტილია. იქამდე, საიდანაც, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ დასახლება იწყება, ასფალტის ერთი ფენა დაგებულია, ამიტომ, გაჭიანურებული სამუშაოებით დაღლილი მძღოლები, დღეს დილიდან, ამკრძალავი ნიშნის მიუხედავად, მეჯინისწყლის ხიდზე გადაადგილებას, მაინც, ცდილობდნენ.

მოსახლეობას შექმნილი მდგომარეობის ესმის. ნაწილს სჯერა, რომ სამუშაოების 70% შესრულებულია და მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციამდე მცირედი დრო რჩება, თუმცა, ფაქტია, რომ 4 კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე, სანიაღვრე არხები და სხვა ინფრასტრუქტურა, მხოლოდ, რამდენიმე ასეულ მეტრზე, მეჯინისწყლის ხიდამდეა მოწყობილი და ისიც, სანახევროდ.

როდის გაიხსნება ხელვაჩაურის გზა სრულად და კიდევ, როდემდე შეიძლება გადავადდეს პროექტის დასრულება, საავტომობილო გზების დეპარატმენტმა კითხვაზე არ გვიპასუხა. ბათუმი-ახალციხის ამ მონაკვეთის გახსნამდე, მძღოლებს სიარული შემოვლითი გზებით უწევთ. ბათუმი-სარფის საავტომობილო გზიდან, საიდანაც, მართალია, ჩიხებში შესვლა ახლა ნებადართულია და მძღოლებს კანონდარღვევად არ ეთვლებათ, ფაქტია, რომ მგზავრობა სახიფათოა და ავარიების რისკიც მაღალი. 

მეტის ნახვა