ხულო-უჩხოს მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მაღალმთიან აჭარაში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხულო-უჩხოს მიმართულებით 5 კილომეტრიანი სიგრძის სავალ ნაწილზე ასფალტობეტონის საფარი უნდა დაიგოს. პროექტის მიხედვითვე, უნდა მოეწყოს რკინა-ბეტონის კიუვეტები, საყრდენი კედლები და გაბიონები.

რეაბილიტირებული გზით სოფელ უჩხოს, ოქრუაშვილების, გუდასახოსა და კურცხალის მოსახლეობა ისარგებლებს. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონს აჭარბებს.

მეტის ნახვა