ახალი ამბები • 1746614340
კოტეჯები ხელვაჩაურში, მდინარის კალაპოტში - მფლობელების პირველი კომენტარი
მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში აშენებული კოტეჯების მფლობელების წარმომადგენელი ირწმუნება, რომ სამომავლო რისკები დაზღვეულია.
რონ ალონ ლევი ამტკიცებს, რომ მშენებლობა თავის დროზე ხელვაჩაურის მერიის ნებართვის საფუძველზე, კანონის დაცვით განხორციელდა და საშიროების თავიდან ასაცილებლად დამცავი კედლების პროექტიც შედგენილია.
თემა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად ტერიტორია დაიტბორა და წყალმა მდინარის კალაპოტში აშენებულ კოტეჯებამდე მიაღწია.
მშენებლობას ოპოზიცია აპროტესტებს და პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს, თუ როგორ მოხდა ადგილის გასხვისება უცხოელებზე ისე, რომ რისკები არ იქნა გათვალისწინებული.
რის საფუძველზე გასცა ნებართვა ხელვაჩაურის მერიამ და მოითხოვს თუ არა უწყება კოტეჯების დემონტაჟს? პასუხი ჩვენთვის უცნობია, მუნიციპალიტეტში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

1739131407