რიკოთის ყველაზე გრძელი გვირაბი გაიჭრა

რიკოთის ყველაზე გრძელი გვირაბი გაიჭრა. 1800 მეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ, 2.4 კილომეტრიან გზაზე გადაერთო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით,  პროექტით გათვალისწინებული ინტენსიური სამუშაოები 33 ფერდზე მიმდინარეობს.

ასევე, დაწყებულია სატენდერო პროცედურები 149-ე კმ-ზე, მონიტორგინის შედეგად,  მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვლენილი პოტენციური მეწყრული უბნის სტაბილიზაციის სამუშაოების ჩასატარებლად.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გაჭრილი ახალი გვირაბი დღეის მდგომარეობით, ყველაზე გრძელი გვირაბია ქვეყანაში. საერთო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 60%-ზე მეტი, 261 კილომეტრი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია.

მეტის ნახვა