ახალი ამბები • 1746614340
სოფელ განახლებაში მცხოვრებლები ხელვაჩაურის მერიას პეტიციით მიმართავენ - რას ითხოვს მოსახლეობას?
ინფრასტრუქტურა
1699450673
სოფელ განახლების მოსახლეობა ხელვაჩაურის მერიას პეტიციით მიმართავს. ადგილობრივები ითხოვენ, მოწესრიგდეს სოფლის შიდა გზები, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. მოსახლეობა ამბობს, რომ წლებია მათი მოთხოვნა რეაგირების გარეშე რჩება, სწორედ ამიტომაც სურთ, რომ მერიამ იგი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს. განახლების მოსახლეობა, სოფლის გზებზე, გარე განათების მოწყობასაც ითხოვს.
ხელმოწერების შეგროვებაში, სოფლის მცხოვრებლებს „ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმარა. პარტიის ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პრობლემაზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა.
მიშა ბოლქვაძის განცხადებით, პეტიციების გზით, პრობლემის მოსაგვარებლად, ბიუჯეტში თანხების გათვალისწინებას, ხელვაჩაურის მერიას პერმანენტულად მოსთხოვენ.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა