ახალი ამბები • 1746614340
"ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის" განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხელახლა დაიწყო
„ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის“ განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხელახლა დაიწყო. საქმე მას უზენაესმა სასამართლომ დაუბრუნა. მუსლიმი თემის ინტერესებს „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ცენტრი“ იცავს. TDI-ს იურისტი ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოს დისკრიმინაცია არ გამოურიცხავს.
შოთა თუთბერიძის თქმით, ამას ის ადასტურებს, რომ უზენაესმა, სააპელაციო სასამართლომ პირდაპირი მითითება მისცა, რომ ამ ნაწილის განხილვა დაასრულოს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ბათუმის მერია დისკრიმინაციულად უდგება მუსლიმ თემს და ამ მოტივით ამბობს უარს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.
თუთბერიძის მოსაზრებით, გადაწყვეტილება, მხოლოდ სასამართლოში არ მიიღება, საკითხი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში განიხილება.
შეგახსენებთ, მუსლიმი თემი გადაწყვეტილებას მეექვსე წელია ელოდება. მათ პირველად სასამართლოს 2017 წელს მიმართეს. სამლოცველოს ასაშენებლად მიწის ნაკვეთი თავად შეიძინეს, თუმცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვაზე უარი უთხრა.

1739131407