ლია მგელაძის საქმე - სასამართლო გადაწყვეტილებას 28 სექტემბერს გამოაცხადებს

მოქალაქე ლია მგელაძის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 28  სექტემბერს გამოაცხადებს. მას, სავარაუდოდ, 2 000 ლარიან ფულად ჯარიმას დააკისრებენ ან ორ კვირიან პატიმრობას მოუსჯიან. პროკურატურა, მგელაძეს, პოლიციელის მისამართით სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება.

საქმე ეხება 31 ივლისს, ბათუმის ნავსადგურთან გამართული აქციისას მომხდარ ინციდენტს. მოქალაქეები, ბათუმის პორტში, რუსული გემის შემოსვლას აპროტესტებდნენ. ლია მგელაძე, მიმდინარე აქციას მობილურით იღებდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა ტელეფონი წაართვეს და მისი დაკავება სცადეს.

მეტის ნახვა