მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე, თამაზ მახარაძე - ბათუმში, 3 ივნისს დაკავებულები იზოლატორში რჩებიან

აქცია

ფოტო: თინათინ სასანია

ბათუმში, 3 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეები ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. პოლიციამ იმავე დღეს მხოლოდ არასრულწლოვნები გაათავისუფლა.

ამ დრომდე არ უშვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - მირდატ ქამადაძეს და ლევან გორგილაძეს, ასევე სამოქალაქო აქტივისტს თამაზ მახარაძეს. ქამადაძე, პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით აიყვანა. გორგილაძე და მახარაძე კი ხულოგნობის ბრალდებით.

ისინი ევროპის მოედანზე გამართული აქციის დასრულების შემდეგ დააკავეს. ახალგაზრდებს ხელში პლაკატი ეჭირათ. ბანერებზე განთავსებული სიტყვებით აქტივისტები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ახასიათებდნენ, რამაც ძალოვნების გაღიზიანება გამოიწვია. სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება.

მეტის ნახვა