ახალი ამბები • 1747046220
სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი - დაკავებულია 2 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 2 პირი.
ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ოზურგეთის რაიონში, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, განახორციელეს ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მონტაჟი, სადაც სისტემატურად ხდებოდა სხვადასხვა ჯიშის ხის მასალის დახერხვა-დამუშავება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ დამონტაჟებული სახერხი დანადგარი, აგრეთვე 0,6 კუბური მეტრი გადამუშავებული ფიცარი და 54 ერთეული დასახერხად გამზადებული მორი", - წერია განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287(1) მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით.

1739131407