ახალი ამბები • 1746614340
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, სხდომა დაიწყო [LIVE]
საქართველოს ისტორიაში პირველად, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, თავად სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება. მის ინტერესებს "ოცნების" ყოფილი დეპუტატი, იურისტი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი იცავენ.
წარმომადგენლებს სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
განხილვაზე იმყოფებიან პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური წარდგინების ავტორები ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე და თენგიზ შარმანაშვილი.
შეგახსენებთ, პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

1739131407