ახალი ამბები • 1746614340
სარფში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს
სამართალი
1685601310

ფოტო: შემოსავლების სამსახური
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი" დიდი რაოდენობით ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის დეტალური დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა, მალულად განთავსებული, 41540.67 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ძვირფასეულობა აღმოაჩინეს.
საიუველირო ნაკეთობების წონა 21,635 კილოგრამია. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა