ახალი ამბები • 1746614340
შუახევში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელოსა და აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ცნობით, 2 არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხოლო 1 ცირკული ტიპის სახერხი საამქრო შუახევის მუნიციპალიტეტში დალუქეს.
"მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. სოფელ ახუთში სამართალდამრღვევს საამქროს ტერიტორიაზე ალვის სახეობის 7 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 1 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარიც ჰქონდა განთავსებული.
ვინაიდან, სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა", - წერია განცხადებაში.

1739131407