ხულოში მეწყერი ჩამოწვა - ჩახერგილია საავტომობილო გზა

მეწყერი

ფოტო: მარად შავაძე

მეწყერი ხულოში - მიწის მასა დიდაჭარის ხიდზე ჩამოწვა და ცენტრალური საავტომობილო გზა ჩახერგა. ტერიტორია სრულად პარალიზებულია და საფრთხე ექმნება, შუახევჰესის დამცავი ჯებირის გამართულად მუშაობას. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, შემთხვევის შედეგად დიოკნის, რიყეთისა და ღორჯუმის ხეობები გარე სამყაროს მოწყდა.

მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მერიაში გვითხრეს, რომ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტერიტორიას მიწის მასისგან უკვე წმენდენ. უწყების ცნობითვე, აქტიური გაწმენდითი სამუშაოები უკვე ხვალიდან დაიწყება, როცა დამატებითი ტექნიკა შეემატებათ.

მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

მეტის ნახვა