ქედაში, მეწყერმა სახლი მიწასთან გაასწორა - რას აკეთებს მერია დაზარალებულთა დასახმარებლად?

ქედაში, მეწყერმა სახლი მიწასთან გაასწორა. სოფელ კოკოტაურში, სტიქიამ, საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები სრულად დაანგრია. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. ოჯახმა, სამი მცირეწლოვანი შვილით, საცხოვრებელი მას შემდეგ დატოვა, როცა სახლთან ახლოს, სოფლის ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილი მიწის მასა შეამჩნია. მეწყრულმა პროცესმა საცხოვრებელ სახლთან ერთად შეიწირა ფარეხი და ავტომობილი. შედეგად, სრულად განადგურდა, ზოიძეების საკუთრებაში არსებული ქონება. რამ გამოიწვია მეწყერი, რას უკავშირებენ სპეციალისტები მომხდარს და რას აკეთებს ქედის მერია დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად?

სულ რამდენიმე წუთში, ყველაფერი მიწასთან გასწორდა. ორ სართულიანი სახლი, ჩამოშლილმა ფერდობმა, ექვს მარტს მოიყოლა. შენობა არც ავარიული იყო და არც მეწყერ საშიშ ზონაში მოიაზრებოდა. შებამისად, ოჯახს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის არასდროს მიუმართავს. სტიქიურ მოვლენამდე ერთი დღით ადრე შეამჩნიეს, რომ ნაგებობას ბზარები გაუჩნდა და საცხოვრებელი დაუყონებლივ დატოვეს.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ უხვმა ნალექმა და თოვლმა სახლს საძირკველი გამოაცალა, მიწა მცოცავი გახდა, რამაც მეწყრული პროცესები გამოიწვია.

ზოიძეები ახლა თავს ნათესავთან აფარებენ. ქედის მერიამ ოჯახს ქირისთვის, მხოლოდ, სამასი ლარი შესთავაზა. დაზარალებული ოჯახი ამბობს, რომ ამ ოდენობის თანხით დროებითი საცხოვრებლის შოვნა შეუძლებულია და 5 წევრისთვის საჭირო ფართობს, ამ ფასად, ვერ იპოვიან. მეწყერსაშიშ ზონაში ახლა, კიდევ, ხუთი სახლია. ისინი დროულ რეაგირებასა და უსაფრთხო საცხოვრებლებში გადაყვანას ითხოვენ.

კოკოტაურში, დამეწყრილ ტერიოტორიაზე, სამანქანე გზა ჩახერხგილია. ის მოქალაქეები, რომლებსაც, სოფელში, ტურისტული ობიექტები და სასტუმროები აქვთ მოწყობილი, იძულებულნი გახდნენ ბიზნესი დროებით შეეჩერებინათ.

ქედის მერიაში ამბობენ, რომ ზოიძეებს ის თანხა შესთავაზეს, რაც სტიქიით დაზარებული მოქალაქეებისთვისაა გამოყოფილი.  ახალი სახლის შესაძენად, დაზარალებულებს, ბიუჯეტიდან, 40 ათასი ლარი გამოეყოფათ. მუნიციპალიტეტის მერი ირწმუნება, რომ ოჯახს ყველა საჭირო დახმარება გაეწევა.

მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილ და მეწყერსაშიშ ზონებს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგები სწავლობენ. ისინი სოფელ კოკოტაურშიც იმყოფებოდნენ, თუმცა, გეოლოგიური დასკვნა ჯერ არ მოუმზადებიათ. სპეციალისტების თქმით, მეწყრული პროცესების თვალსაზრისით, წელს, ყველაზე მოწყვლადი ადგილი, სწორედ, ქედის მუნიციპალიტეტია. ქედის მერიაში აცხადებენ, რომ  გეოლოგების დასკვნას ელოდებიან და პასუხის მიღებისთნავე, საშიშ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხუთ ოჯახებს, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ.

მეტის ნახვა