ქედაში, მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

ექსპროპრიაცია

ფოტო: გუგლიდან

,,ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ.ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება ,,ახალციხე – ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების (,,შუახევის“ და ,,კორომხეთის“ ჰესები) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი.

პროექტის არეალში მოექცა, ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ კვაშტაში მცხოვრები სერაპიონ გათენაძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი (314 კვ.მ), რომლის ნებაყოფლობით გასხვისებაზეც მფლობელმა უარი განაცხადა. შედეგად, მის საკუთრებაში არსებული 2000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილი – 314 კვ.მ მიწის ნაკვეთი ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.

მეტის ნახვა