ახალი ამბები • 1747046220
ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგა

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობის დატოვების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ.
ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად.”- წერს ჩიქოვანი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძე არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა. სწორედ რიჟვაძე-ჩიქოვანის მეგობრულ კავშირს უკავშირებდნენ ჩიქოვანის დაწინაურებას 2018 წელს, როცა ის აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელად დაინიშნა. ჩიქოვანი მანამდე აჭარის საგზაო და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. საგზაო დეპარტამენტში გადასვლამდე, კი 2013-2017 წლებში მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის პოსტი ეკავა.

1739131407