საპროტესტო აქცია ქედაში - ადგილობრივები, საბავშვო ბაღის გაჭიანურებული მშენებლობის პროცესის დასრულებას ითხოვენ

აქცია

ფოტო: სალი უსტალიშვილი

საპროტესტო აქცია დანდალოში. ადგილობრივები, სოფლის ცენტრში, საბავშვო ბაღის გაჭიანურებული მშენებლობის პროცესის დასრულებას ითხოვენ. შენობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასთან ერთად, სამედიცინო ამბულატორია და კულტურის სახლიც უნდა განთავსებულიყო. ქედაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ პროექტი გასული წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. ვადების გახანგრძლივების გამო კი, ბავშვებს, სკოლამდელი განათლების მისაღებად, ცხრა კილომეტრის მოშორებით, სოფელ ცხმორისში უწევთ სიარული.

აქციაზე იმყოფებიან მშენებლობაზე დასაქმებულებიც, რომლებიც კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, შპს-მ კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადა. საქმე სასამართლომდეც მივიდა, თუმცა, სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ კომპანია ,,ქართული ოცნების'' მფარველობის ქვეშაა. ისინი დროულ რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

მხარეთა პოზიციებს უფრო ვრცლად გამოშვებებში შემოგთავაზებთ.

მეტის ნახვა