ახალი ამბები • 1747046220
შუახევში, მეწყერი ჩამოწვა - ერთი დასახლება გარესამყაროს მთლიანად მოწყდა
ამბები მთიდან
1679475861
შუახევში, სოფელ ბუთურაულში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ადგილობრივების თქმით, პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო. ბოლო დროს კი, მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა. სოფელში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ვითარება ყოველდღიურად იცვლება და ერთი უბანი, გარესამყაროს, უკვე, მთლიანად მოწყდა.
ოცამდე ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული. მოსახლეობის თქმით, სტიქია უხვმა ნალექმა გაააქტიურა. ადგილობრივები მთელი სოფლის განსახლებას ითხოვენ. დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგიურმა სამსახურმა შეისწავლა.
შუახევის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი ღონისძიებები გეოლოგიური დასკვნის მიხედვით გატარდება.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა