აჭარის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა | როგორ გადანაწილდა 880 100 000 ლარი?

13 მომხრე - არც ერთი წინააღმდეგი -  რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დღეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ერთპარტიულმა უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა. აჭარის 2025 წლის ბიუჯეტი 880 მილიონ 100 000 ლარს შეადგენს.

კანონის პროექტი და 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, წინა საბიუჯეტო წელთან შედარებით, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 15%-ით გაიზარდა. შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 800 100 000 ლარს შეადგენს, მათ შორის, შემოსავლები 685 100 000 ლარია. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი  660 000 000 ლარით განისაზღვრა, საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელები კი - 456 034 600 ლარია.

სამინისტროების მიხედვით, ფინანსები ასე გადანაწილდა:

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 149 619 600 ლარი

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 154 000 000 ლარი

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 65 500 000 ლარი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 36 820 600 ლარი

ცნობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი განაცხადეს ოპოზიციური პარტიების წევრებმა. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში ენმ-ს 4, "გახარია საქართველოსთვის"- 2, "ცვლილებისთვის"-1, "ძლიერ საქართველოს"-1 მანდატი აქვს. ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში არ შევლენ, ვიდრე ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება. 

მეტის ნახვა