ავარია ჩაქვის გვირაბში - დაშავდა 5 ადამიანი, მათგან 3 ბავშვი

ავარია

ავარია ჩაქვის გვირაბში - ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. TV25.GE-ის ინფორმაციით, შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, 3 მოზარდი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, 1 პირი მედცენტრში მოათავსეს, ერთმა კი კლინიკაში მკურნალობაში უარი განაცხადა.

დაშავებულებს სხვადასხვა სახის ტრავმა აღენიშნებოდათ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტის ნახვა