ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე 21-ე დღეა შიმშილობს

ქათამაძე

პროევროპული აქციების ერთ-ერთი სახე, ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე 21-ე დღეა შიმშილობს. მას სააპელაციო სასამართლოში პროცესი ხვალ აქვს, თუმცა ადვოკატის თქმით, ქათამაძე სხდომას ვერ დაესწრება, რადგან გადაადგილება უჭირს.  უფლებადამცველი აღნიშნავს იმასაც, რომ მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის  შესახებ მას დოკუმენტებს ამ დრომდე არ აწვდიან.

"არაერთი მიმართვის მიუხედავად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დღემდე არ გვაქვს. ჩვენ მივმართეთ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, მიგრაციის დეპარტამენტს. ამ დღეების განმავლობაში ბატონ თემურს 15 კილოგრამი აქვს დაკლებული. უჭირს გადაადგილება, შესაბამისად, ხვალ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვეღარ შეძლებს"- ამბობს ადვოკატი. 

ბათუმის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო, მედროშე თემურ ქათამაძე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 16 იანვარს, სამტრედიის იზოლატორიდან გაათავისუფლეს და გათავისუფლებისთანავე დააკავეს.

მეტის ნახვა