ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე პატიმრობაში დატოვეს

ქათამაძე

ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე პატიმრობაში დატოვეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ გაიზიარა.

თემურ ქათამაძე 22 დღე შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, თუმცა დღევანდელ პროცესს ის დაესწრო. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, მან პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. 

თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.

18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ  მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.

მეტის ნახვა