ახალი ამბები • 1747046220
ბათუმის პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს - ვინ უხელმძღვანელებს ძალოვან სტრუქტურას?
ახალი ამბები
1645426153

ბათუმის პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობაზე ირაკლი დგებუაძე დაინიშნა, რომელიც ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში, მე-2 სამმართველოს უფროსის პოზიციაზე იყო დასაქმებული.
იგი ბათუმში, სავარაუდოდ, როტაციის პრინციპით ჩამოვიდა.
ბათუმის პოლიცია აქამდე ხვიჩა ქადაგიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც პოსტზე გასულ წელს დანიშნეს.
შეგახსენებთ, გასულ თვეში, აჭარის პოლიციის უფროსიც შეიცვალა. ავთანდილ გალდავა გრიგოლ ბესელიამ ჩაანაცვლა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა