ახალი ამბები • 1751273063
ბათუმის ტერმინალში გამნაღმველები მუშაობენ - რა ხდება ადგილზე?
ახალი ამბები
1669032099

ამ წუთებში, ბათუმის ტერმინალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
TV25.GE-ის ინფორმაციით, ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ, რადგან პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და თქვა, რომ გემი, რომელიც გასვლას გეგმავდა, დანაღმულია.
ამ ეტაპზე, ტერმინალში მომუშავეები გარეთ არიან და შეჩერებულია სამუშაო პროცესი.
ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზეა და დამატებით დეტალებს მალე შემოგთავაზებთ.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა