ახალი ამბები • 1751273063
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრებლების მოთხოვნები
ახალი ამბები
1718818652
დაპირება, რომელიც ცარიელ სიტყვებად დარჩა - მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მოწყობის იდეა ისევ განუხორციელებელია. ბათუმის ქუჩებში, კი ასობით ძაღლი ზამთარსა თუ ზაფხულში ღია ცის ქვეშაა. ფაქტი საზოგადოების ნაწილისთვის, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიუღებელია, რის გამოც ადამიანები პრობლემაზე ადეკვატურ და დროულ რეაგირებას ითხოვენ. დღეს, საკითხის გადაჭრა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, 22-ე სკოლასთან მცხოვრებლებმა მოითხოვეს. განაცხადეს, რომ მიუსაფარი ძაღლების მიერ მოქალაქეების დაკბენის ფაქტები ხშირია, რის გამოც ტერიტორიაზე გადაადგილების ეშინიათ. მმართველ გუნდს არაერთი დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე პრობლემის გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯები არ განუხორციელებია. ბათუმის მერია კი დღესაც დუმს.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა