ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორს და სტუდენტებს პატიმრობა შეეფარდათ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორსა და ოთხ სტუდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დეკანი მამუკა ჯორბენაძე და ოთხი სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. ხუთივე პირს ბრალდება,126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმე ეხება ხელოვნების უნივერსიტეტში 3 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს, რომელზეც გამოძიება 3 დღის შემდეგ, 6 დეკემბერს დაიწყო. 

თემასთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტი: ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები დაკავებულ დეკანს და 4 სტუდენტს სოლიდარობას უცხადებენ

მეტის ნახვა