ახალი ამბები • 1653641279
ხელვაჩაურში ახალი აიპი შეიქმნება - ცვლილებები ბიუჯეტში
ახალი ამბები
1652432098
ხელვაჩაურში, "მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის" სამმართველო შეიქმნება. შესაბამის გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დღეს დაუჭირა.
ახალ აიპში 29 საშტატო ერთეული იქნება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 286 ათასი ლარი დაიხარჯება. ცვლილებებია ხელვაჩაურის 2022 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტშიც.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 548 ათასი ლარით გაიზარდა და 29 მილიონ 718 ათასი ლარი შეადგინა. დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატებმა ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშიც მოისმინეს.

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
1653544773
მეტის ნახვა