ახალი ამბები • 1738944434
მზია ამაღლობელის თხოვნაა, ყველამ, ვინც მისი სოლიდარობისთვის შიმშილობს, შეწყვიტოს | ადვოკატი

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც 25-ე დღეა შიმშილობს, ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ კლინიკა ვივა მედში მოინახულა.
ადვოკატის განცხადებით, მზია ამაღლობელს აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და მისი სოლიდარობისთვის მოშიმშილეებს სთხოვს, შეწყვიტონ შიმშილობა.
"მოვინახულე დღეს ქალბატონი მზია. მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურია. 25-ე დღეა შიმშილობის. რა თქმა უნდა, შესუსტებულია გარკვეულწილად, აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და აცხადებს ისევ, რომ აგრძელებს ბრძოლას იმით, რითაც შეუძლია და შეიძლება ითქვას, რომ ასე ხილულად, რაც მე შემიძლია შევაფასო, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. ისევ აცხადებს, რომ შიმშილობს არა მარტო თავისი თავისთვის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის. ასევე, ერთი თხოვნა რაც გადმომცა არის ის, რომ მისი სოლიდარობისთვის ვინც შიმშილობს, ყველა ადამიანმა შეწყვიტოს შიმშილობა", - თქვა ადვოკატმა.
მზია ამაღლობელი გუშინ, 4 თებერვალს კლინიკა "ვივა მედში" გადაიყვანეს.

1738914298

1728455482

1727447820