ქართველი მეზღვაურები მეკობრეების ტყვეობიდან გაათავისუფლეს - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

მეზღვაური

ქართველი მეზღვაურები მეკობრეების ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2 მაისს, გაბონში გატაცებული მეზღვაურები უკვე ნიგერიაში არიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან. პირველადი მონაცემებით, ორივე მეზღვაური თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდებიან.

"მეკობრეებმა ცენტრალურ აფრიკაში, გაბონის ტერიტორიული წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან საქართველოს მოქალაქე ორი მეზღვაური გაიტაცეს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატში და სინგაპურში საქართველოს გენერალურ საკონსულოებს, ასევე გემთმფლობელ კომპანიას და ყველა ჩართულ მხარეს, რომელთა ერთობლივი მუშაობის შედეგად წარმატებით განხორციელდა მეზღვაურების უსაფრთხო გამოხსნა ტყვეობიდან", - წერია განცხადებაში.

მეტის ნახვა