ახალი ამბები • 1685519059
ქობულეთის მერის თანაშემწეს სამსახურის დატოვება სურს - განცხადება ჯერ არ დაკმაყოფილებულა
ახალი ამბები
1685016705

ქობულეთის მერის თანაშემწეს სამსახურის დატოვება სურს. გია მართალიშვილმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე განცხადება უკვე დაწერა.
მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში TV25.GE-ის უთხრეს, რომ მართალიშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა, რაც ჯერ დაკმაყოფილებული არ არის.
"აღნიშნულმა პირმა ისარგებლა კუთვნილი 1 თვიანი შვებულებით, დასრულების შემდეგ მოგვმართა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. განცხადება, ჯერჯერობით, დაკმაყოფილებული არ არის", - გვითხრეს პრესსამსახურში.
გია მართალიშვილი თანაშემწის თანამდებობაზე ჯერ კიდევ წინა მერის, მირიან ქათამაძის დროს მუშაობდა.

შემზარავი შემთხვევა - შვილმა მამა მოკლა
1683875927
მეტის ნახვა