ახალი ამბები • 1751994240
ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა - კაცი კლინიკაში გადაიყვანეს
ახალი ამბები
1710933565

ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა დასაქმებული ფასადის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
სამედიცინო დაწესებულებაში TV25.GE-ის უთხრეს, რომ პაციენტს გამოკვლევები უტარდება, მას ჭრილობა თავის არეში აღენიშნება. კლინიკის ცნობითვე, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები სამშენებლო ობიექტზე.
თავდაპირველად, ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა