რა მდგომარეობაა ქობულეთში, სადაც ერთ ბინაში, 2 გვამი იპოვეს? - დეტალები შემთხვევის ადგილიდან

ქობულეთი მკვლელობა

მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა? რა მოხდა ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე, ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა ფაქტია, რომ ერთი თვის ინტერვალში, ერთი და იგივე ბინიდან, უკვე ორი გვამი გაიტანეს. ამას ადგილობრივები ამბობენ.

იქ მცხოვრებლების ინფორმაციით, ფაქტს, ორივე შემთხვევაში, წინ, სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

"ერთი გარდაცვლილი ქობულეთელი იყო, მეორე რუსი. პოლიცია თვითონ გამოიძახა, რომ გარდაიცვალა კაციო", - უყვება TV25.GE-ის ადგილობრივი.

მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

თემასთან დაკავშირებით რეპორტაჟი მზადდება, რომელსაც დღის მთავარ გამოშვებაში, 20:30 საათზე იხილავთ.

შეგახსენებთ, ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ ბინაში, ბოლო 1 თვეში, 2 გარდაცვლილი კაცი იპოვეს.

მეტის ნახვა