ახალი ამბები • 1756410394
ქობულეთში, ერთ ბინაში, 2 გარდაცვლილი იპოვეს - შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან
კრიმინალი
1642529452

TV25.GE-ის ინფორმაციით, ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო 2 თვეში, ერთ ბინაში, 2 გარდაცვლილი იპოვეს. ბოლო გარდაცვლილი რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანეს.
აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ამ წუთებში, ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ერთ-ერთი ადგილობრივი TV25.GE-ს უყვება, რომ ამ ბინაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, უცნობ ადამიანებს ხედავდნენ, თუმცა მომხდარის მოტივის დასახელება უჭირთ.
დამატებით ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველოდებით.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა