საახლობლო წრით დაკომპლექტებული ხელვაჩაურის თვითმმართველობა

ყოფილი თანამშრომლები, მეგობრები, ახლობლები, საკრებულოს დეპუტატების ცოლები- ამ ნიშნებით დაიკავეს მაღალი თანამდებობები 2022 წელს ხელვაცაურის მერიაში. ახლადარჩეულმა მერმა, თვითმმართველობაში ცვლილებები უკვე დაიწყო. შეიცვალა, როგორც მერის მოადგილე, ასევე სხვადასხვა აიპების თანამშრომლები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ამკიცებს, რომ ადგილები შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებმა ჩაანაცვლეს, თუმცა კომპეტენციაში რა გამოცდილებას გულისხმობდა ზაზა დიასამიძე ჩვენთვის გაუგებარი დარჩა. ხელვაჩაურში განხორციელებული საკადრო ცვლილებები თეო ფუტკარაზემ გამოიკვლია.

ასე ხსნის ხელვაჩაურის მერის უკვე ყოფილი მოადგილე თანამდებობიდან წასვლას. არჩილ ბარამიძე გვარწმუნებს, რომ დაკავებული პოსტი ქორწინების გამო დატოვა, ამ ყველაფერს დაღლილობაც დაემატა და დასვენება მოუნდა.

ბარამიძის არგუმენტი ასეთია. კანონის თანახმად კი, ახალი მერის არჩევის შემდეგ, ძველის უფლებამოსილების შეწყვეტასთან ერთად, სტატუსი მოადგილეებსაც უჩერდებათ. კახა ფუტკარაძეს გაუმართლა და ზაზა დიასამიძემ ვიცე მერად დატოვა. ბარამიძე ამტკიცებს, რომ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. თუმცა, რეალურად რა გახდა ცვლილების მიზეზი, მერის ყოფილი მოადგილე კითხვაზე არ გვპასუხობს.

არჩილ ბარამიძის თანამდებობა მირიან კვირიტიძემ დაიკავა. იგი წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ კომისიაში მუშაობდა. შემდეგ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ახლა კი, ხელვაჩაურის მერის მეორე მოადგილეა. მაღალ თანამდებობაზე დანიშნულმა პირმა სამომავლო გეგმებზე  საუბარი არ ისურვა.

საკადრო ცვლილებები განხორციელდა მერიის აიპებშიც. მაგალითად, ლია გოგიტიძე, რომელიც მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრში მუშაობდა, დაწინაურდა და ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად გადავიდა. რით დაიმსახურა გოგიტიძემ თანამდებობრივი საფეხურის ამაღლება? აღსანიშნავია, რომ იგი რამაზ თავდგირიძის მეუღლეა, რომელიც  „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარული კვოტით, ხელვაჩაურის  საკრებულოს დეპუტატია  . ჩვენი ინფორმაციით,  ოჯახი დაახლოებულია, ზაზა დიასამიძესა და თორნიკე რიჟვაძესთან.  კითხვები გვქონდა ლია გოგიტიძესთან, თუმცა, ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

გოგიტიძისგან განსხვავებით საკადრო ცვლილებები, თანამდებობის დაქვეითებით დასრულდა  ნატო შერვაშიძისთვის, რომელიც აქამდე ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობდა.  იგი ახლა ხელვაჩაურის  კულტურის ცენტრის დირექტორია. თუმცა, გვარწმუნებს, რომ ეს დაქვეითების ნაცვლად, მისთვის ახალი და საინტერესო გამოწვევაა. რამდენად შესწევს უნარი, რომ კულტურულ სფეროში ხელვაჩაურს, ნაყოფიერი ცვლილებები მოუტანოს?

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრს წლების განმაბლობაში  ნინო ფაღავა ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ფაღავას დირექტორობის პერიოდში, კულტურის ცენტრში  მნიშვნელოვანი ღონისძიებები არ ჩატარებულა. ყოფილი ხელმძღვანელი თავს იწონებს, მხოლოდ ერთი  გასვლითი ტურით უკრაინაში.  ცვლილებების შემდეგ, იგი გადაყვანილი 

მეტის ნახვა