ახალი ამბები • 1746614340
2 საათი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე - რას წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში?
პოლიტიკა
1696313367

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით განიხილავს. არსებითი განხილვა 12:00 საათზე ჩაინიშნა, რომელსაც სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი არ დაესწრება.
ქვეყნის მთავარსარდალმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის წარმომადგენლებს სრულ ნდობას უცხადებს.
"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს", - წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა