აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს უმასპინძლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის უმასპინძლა. დიპლომატის აჭარაში პირველი ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ევროკავშირთან პარტნიორობის ზოგადი საკითხები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში  ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმასა და საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.

მეტის ნახვა