ახალი ამბები • 1746614340
აკაკი გვიანიძეს ნატალია ძიძიგურის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი პროკურატურას მიმართავს. აკაკი გვიანიძე ყოფილ თანაგუნდელს, ნატალია ძიძიგურს ცრუ დასმენაში ადანაშაულებს. ამტკიცებს, რომ გახარიას გუნდის ყოფილმა წევრმა მისი მისამართით უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებები გააჟღერა, რაც აბსურდია და პასუხისგებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, ძიძიგურმა ორი დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა და ყოფილი თანაპარტიელები, მათ შორის აკაკი გვიანიძე ზეწოლასა და პირადი ცხოვრებით შანტაჟში დაადანაშაულა. დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ძიძიგური პარტიიდან გარიცხეს, რადგანაც ბათუმის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, არ შეუერთდა ოპოზიციას, არ დატოვა სხდომა და მმართველ გუნდს, გადაწყვეტილებების მისაღებად ქვორუმი შეუქმნა.
ეს გახარიას გუნდში განხეთქილების პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე იყო ირაკლი თავდგირიძე, რომელმაც პარტია კრიზისულ მდგომარეობაში დატოვა და საკრებულოს სხდომებზე ძირითადად მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს.

1739131407